სანამ ოპოზიციის მხრიდან კონკრეტული ეკონომიკური რეფორმების გეგმა, კრიზისიდან გამოსვლის დეტალური გზები და „რევოლუციური” ეკონომიკური მოდელი არ დაიდება „სადღეგრძელოების” ნაცვლად, იქამდე ნურავის ნუ გაუკვირდება კვლევის შედეგები, – ამის შესახებ ეკონომისტი ოთო აბესაძე აცხადებს.
მისი თქმით, მოსახლეობა ითხოვს კონკრეტულ ეკონომიკურ მოდელს, საიდანაც თითოეული მათგანი მიიღებს სარგებელს. „კი, ნამდვილად სწორად გაიგეთ ‼️ ეკონომიკურ „ჯადოსნურ ჯოხს” ითხოვენ“, – დასძენს ეკონომისტი.
მისივე განმარტებით, დაიღალა საზოგადოება პოლიტიკური გარჩევებით. ადამიანები ითხოვენ არგუმენტირებულ გეგმას და შედეგებს:
„საგადასახადო რეფორმა (დეტალურად ახსნილი თუ ეს როგორ მივა თითოეულ ადამიანამდე); მცირე მთავრობის კონცეფცია და ბიუჯეტის ახალი ფორმულირება; საინვესტიციო გარემო; გარე ვალუტის შემოდინება; რეალური სამუშაო ადგილები (არა ქარხნიდან ამოშვებული აბსტრაქტული კვამლი, არამედ რეალური დასაქმება თანამედროვე მოთხოვნებით); სანამ დღის წესრიგი არ გახდება ეკონომიკა იქამდე იქნება ასეთი სურათი“, – ამბობს ოთო აბესაძე.