LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თავისუფალ მსოფლიოში თითქმის არ დარჩა არავინ, ვისაც შეიძლება არ ესმოდეს, რომ რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ მხოლოდ დასაწყისია: ზელენსკი

79
thumbnail-tw-20220428151944-2809

“თავისუფალ მსოფლიოში თითქმის არ დარჩა არავინ, ვისაც შეიძლება არ ესმოდეს, რომ რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ მხოლოდ დასაწყისია”, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთი არ დაკმაყოფილდება მხოლოდ უკრაინით და ეს ესმის მთელ ცივილიზებულ მსოფლიოს.

„თავისუფალ მსოფლიოში თითქმის არ დარჩა არავინ, ვისაც შეიძლება არ ესმოდეს, რომ რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ მხოლოდ დასაწყისია. რუსეთის ხელისუფლების ფინალური მიზანი არა მხოლოდ უბრალოდ უკრაინის ტერიტორიის აღებაა, არამედ ევროპის ცენტრისა და მისი აღმოსავლეთის დახლეჩვა და დემოკარტიისთვის გლობალური დარტყმის მიყენებაა“, – განაცხადა ზელენსკიმ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები