„ბალდის” მაღაზიათა ქსელში უკვე წარდგენილია ახალი ტრენდული გაზაფხული-ზაფხულის კოლექცია. მაღაზიაში მნიშვნელოვანი სიახლეა, ქალაქში გამოჩნდა მათი კურიერი, რომელიც უმოკლეს დროში, საქართველოს ნებისმიერ ქალაქში, მიაწოდებს მომხმარებელს სასურველ ნივთს სრულიად უფასოდ. თუმცა ეს ყველაფერი არ არის. თუ მომხმარებელს სახლში მიტანილი ნივთი არ მოეწონა ბალდი მას სრულიად უფასოდ დაიბრუნებს.
რაც შეეხება კოლექციებს, ამ ეტაპზე მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, შეიძინოს ქალისა და მამაკაცის ფეხსაცმელი, ქალის ტანსაცმელი, ჩანთები და აქსესუარები. ასევე მაღაზიაში წარმოდგენილია ბავშვის ხაზი 4 წლიდან.
მაღაზია „ბალდიში“ ამჟამად მითითებულ კოლექციაზე 70%-მდე ფასდაკლება მოქმედებს, რომელშიც შედის, როგორც ქალის, ასევე მამაკაცის ფეხსაცმელი. ფასები კი 55 ლარიდან 250 ლარამდე მერყეობს.
როგორც ჩვენთან საუბარში მაღაზიის მენეჯერმა ქეთი როსტიაშვილმა აღნიშნა: „გვაქვს 9 ლარიანი აქცია აქსესუარების მითითებულ კოლექციაზე, მომხმარებელს შეუძლია მოიწონოს ბალდის Faceook-ის გვერდი და მუდმივად შეიტყოს სიახლეებისა და აქციების შესახებ.“
ამ ეტაპზე ბალდის 4 ფილიალია წარმოდგენილი: პეკინის 4, აღმაშენებლის 104, რუსთაველის 36 და ჭავჭავაძის 34 ნომერში. ასევე ბალდის კოლექციების შეძენა ონლაინ მაღაზია www.Baldishoes.ge-ზე შეგიძლიათ.