მარიუპოლიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციის პროცესი მიმდინარეობს. ამ ფაქტს, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი ადასტურებს.
„ICRC ადასტურებს, რომ უსაფრთხო გადაყვანის ოპერაცია მიმდინარეობს გაეროსა და კონფლიქტის მხარეებთან კოორდინირებულად“, – აღნიშნა სპიკერმა.
წითელი ჯვარი მეტ დეტალს არ ასახელებს, რადგან ამან შეიძლება სერიოზული საფრთხე შეუქმნას მშვიდობიანი მოსახლეობისა და კოლონის უსაფრთხოებას.