ზაფხულამდე არც თუ ისე დიდი დრო რჩება, ამიტომ შესაბამისი სამზადისი უკვე უნდა დაიწყოთ. იმისათვის, რომ სეზონის ყველაზე ცხელ დროს პროდუქტიულები, ჯანმრთელები და მოტივირებულები შეხვდეთ – ეს რჩევები უნდა გაითვალისწინოთ.
- მოუხშირე ვარჯიშს
საცურაო კოსტიუმის დრო ახლოვდება და თავი რომ მაქსიმალურად თავდაჯერებულად იგრძნოთ – ამაში ვარჯიში დაგეხმარებათ. თანაც, რაც უფრო თბილი ამინდი დგება აქტიურობის მოტივაციაც იზრდება.
- შეადგინე ზაფხულის გეგმა
საზაფხულო აღმაფრენის უკეთ შესაგრძნობად კარგი იქნება თუკი სიას შეადგენთ. დაგეგმეთ თუ რას გააკეთებთ შვებულების დროს და ეს ფიქრები განწყობის გაუმჯობესებაში ნამდვილად დაგეხმარებათ.
- შეცვალე დიზაინი
უკვე დროა შეცვალოთ ოფისის თუ თქვენი ოთახის დიზაინი. აიღოთ პლედები, შარფები და მუქი ტანსაცმელი. ჩაანაცვლეთ ისინი ყვავილებით, ხილით და ცოცხალი დეკორაციებით.
- შეადგინე ახალი ფლეილისტი
გუნება-განწყობის მოსამზადებლად ერთ-ერთი საუკეთესო გზა ფლეილისტის შედგენაა. იქნება ეს ახალი კომპოზიციები თუ წინა ზაფხულის ჰიტები – მუსიკაზე უკეთ გახალისებაში ვერაფერი დაგეხმარებათ.
- დასახე ახალი მიზნები
სამსახურის სტრესის გარეშე მეტი დრო გექნებათ რომ თქვენს მიზნებს გადახედოთ. არის რაღაც რისი გაკეთებაც უკვე დიდი ხანია გსურთ? ხოდა, ჩამოწერეთ სია, განსაზღვრეთ ნაბიჯები და მოქმედებაც დაიწყეთ.
- დეტოქსი და ჯანსაღი კვება
იკვებეთ ჯანსაღად, რათა იყოთ ჯანმრთელები, გქონდეთ მეტი ენერგია და მოტივაცია.
- დაიწყე ფულის დაზოგვა
აიღეთ დამატებითი სამუშაო, გაყიდეთ ძველი ტანსაცმელი და მოერიდეთ ზედმეტ ხარჯებს. დაზოგეთ ფული ახლა, რათა ზაფხულში ამა თუ იმ აქტივობისთვის მეტი თავისუფლება გქონდეთ.
- დაუთმე მეტი დრო შენს თავს
დარწმუნდით რომ აკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ მეტად თავდაჯერებული იყოთ. მოუარეთ კანს, იკვებეთ სწორად, ივარჯიშეთ და მოამზადეთ გონება იმისთვის, რომ განუმეორებელი, პროდუქტიული და ბედნიერი ზაფხული გქონდეთ.