LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აშშ-დან წასული დახმარება იქნება ის მთავარი ფაქტორი, რომელიც გავლენას მოახდენს ომის მიმდინარეობაზე და შესაძლებლობას მისცემს უკრაინას მიაღწიოს თავის მიზანს: ზურაბ ბატიაშვილი

259
8279A1F0-089B-483B-B142-D3517B59A70B

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ უკრაინა არ წავა კონფლიქტის გაყინვაზე და უკრაინის საბოლოო მიზანია ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, ყირიმის ჩათვლით, ექსპერტი ზურაბ ბატიაშვილი აფასებს.

ზელენსკი: უკრაინა არ დათანხმდება რუსეთთან გაყინულ კონფლიქტს

ამის შესახებ მან „ფორტუნას“ გადაცემაში „დღის თემა“ ისაუბრა.

„ომის დაწყების პირველ დღეებში იდგა საკითხი, რომ 23 თებერვლის პოზიციებზე მოხდეს რუსული არმიის დანაყოფების გადაყვანა, ახლა უკვე იმდენად შორს წავიდა ბრძოლები, რომ უკრაინული მხარე, მათ შორის უკრაინის მოქალაქეები არ არიან თანახმა გამარჯვებად მიიჩნიონ ის შედეგი, რომ დაიყვანონ პირობები 23 თებერვლის პოზიციაზე, ანუ გაყინონ იმ პოზიციაში, რომელიც იყო ომამდე.

ახლა ფსონები გაიზარდა, უფრო მაღლა არის აწეული, დიდი მსხვერპლია გაღებული და ამიტომ ბუნებრივია, რომ მოთხოვნა უკრაინის საზოგადოებაში არის, რომ მოხდეს მთელი უკრაინის ტერიტორიის განთავისუფლება, მათ შორის დონბასის და ყირიმის ჩათვლით“, – განმარტავს ზურაბ ბატიაშვილი.

ბატიაშვილი ასევე აფასებს აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებას, რომელმაც თქვა „თუ დიქტატორებს არ შეეწინააღმდეგები, ისტორიამ გვაჩვენა, რომ მათი მადა ძალაუფლების მიმართ იზრდება“.

„ახლა ისეთი სიტუაციაა, რომ მსოფლიოში ნომერ პირველ საკითხად სწორედ უკრაინის თემაა. აშშ-მ დაიბრუნა ის ძველი მისია, რომელიც მას ჰქონდა – დემოკრატიის, ადამიანის უფლებების დამცველი ქვეყნის. უკრაინის მთავარი მხარდამჭერი რა თქმა უნდა მთელი დასავლური სამყაროა. უნდა აღვნიშნოთ, რომ აშშ ამ კუთხით ლიდერია. ლენდ-ლიზის კანონიც სწორედ აშშ-მ მიიღო და რეალურად, ყველაზე დიდი დახმარება აშშ-დან მიდის უკრაინაში. სწორედ აშშ-დან წასული დახმარება იქნება ის მთავარი ფაქტორი, რომელიც გავლენას მოახდენს ამ ომის მიმდინარეობაზე და რომელიც შესაძლებლობას მისცემს უკრაინას მიაღწიოს თავის მიზანს, გაათავისუფლოს ოკუპირებული ტერიტორიები და მოიპოვოს საბოლოო გამარჯვება ამ ომში“, – განაცხადა ზურაბ ბატიაშვილმა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g