LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ცხოვრება ლაიქისთვის: ფოტოები, რომლის გადაღებისას ადამიანებმა სიცოცხლე საფრთხეში ჩაიგდეს

107

სოციალური კეთილგანწყობის მოსაპოვებლად ადამიანები მთელი მსოფლიოდან სხვადასხვა უცნაურ და ხშირად გიჟურ საქცილებს სჩადიან. ერთის მხრივ, ეს საქციელი თითქოს გასაგებია: ერთი წარმატებული ფოტო „ინსტაგრამზე“ და შესაძლებელია უცებ გახდე ვარსკვლავი – თუ, რა თქმა უნდა, საჭირო რაოდენობის „ლაიქებს“ მოაგროვებთ. მეორე საკითხია, ღირს თუ არა სიცოცხლის გარისკვა ასეთი წვრილმანებისთვის?

გთავაზობთ ფოტოებს, რომლებიც ადამიანებმა საშიშ სიმაღლეებზე ყოველგვარი დაზღვევის გარეშე გადაიღეს. მიზანი კი ერთი იყო – მათი სოციალურ ქსელში გაზიარება და რაც შეიძლება მეტი „ლაიქისა“ და კომენტარის მოგროვება.

 

რობერტ კორნი

Thanks for another amazing shot Jose! Photo credit: @joseromero93

A post shared by Kevin Weaver (@kweaver_) on

იოსემიტის პარკის თანამშრომლები ოფიციალურად ვალდებულები არიან ასეთი ტიპის ადამიანები დააკავონ. რობერტი ორი დღის მანძილზე ეძებდა შესაბამის დროს, რათა ეს ფოტო გადაეღო.

 

მეგ მაგდებურგი

სიმაღლე- ზღვის დონიდან 914,4 მეტრი. ფოტოს გადასაღებად აქ ბევრი მიდის, მაგრამ მსგავსი სიმამაცის გამოჩენა ბევრს არ შეუძლია.

 

როჯერ მური

ქვის ნატეხი, რომელიც ნორვეგიაში, ორ კლდეს შორის არის გაჭედილი, ადრენალისნი მოყვარული ადამიანებისთვის ნამდვილი მისწრებაა. ამბობენ, რომ მასზე დადგომა უსაფრთხოა, თუმცა მიუხედავად ყველაფრისა, ამას ბევრი ვერ გარისკავს.

 

პედრო დე ჰავეა

ადგილმდებარეობა: რიო დე ჟანერიო. სიმაღლე: 856 მეტრი მიწიდან.

 

ანგელინა ნიკოლაუ

Spire selfie #china #rooftop #roof #tianjin

A post shared by A N G E L A N I K O L A U (@angela_nikolau) on

ამ გოგონაზე ბევრი დაიწერა. გოგონა ადის ყველაზე მაღალ შენობებზე სელფის გადასაღებად. მის თავგადასავალს კი ათასობით გამომწერი ადევნებს თვალს.

 

ჯეკ მორისი

Back in Bangkok for the next few days 😈

A post shared by JACK MORRIS (@doyoutravel) on

ამ ფოტოზე მორისი ტაილანდის ერთ-ერთი ცათამბჯენის სახურავზე დგას.

 

ჯეიმს კინგსტონი

Ohhhhh this guy… Watch the full video of this climb at the link in my bio 😊

A post shared by James Kingston (@thejameskingston) on

ამერიკელი ჯეიმს კინგსტონი საკმაოდ დიდ სიმაღლეზე რამდენიმე ფოტოს გადასაღებად ავიდა.

 

ჰარი გალაჰერი

New video up now! Rooftopping Canary Wharf! Link in my bio 📸 Shot by @hd.xr

A post shared by Harry Gallagher (@night.scape) on

ამ ტრიუკისთვის იგი რამდენიმე თვე ემზადებოდა. პროფესიონალმა მთამსვლელმა ლონდონის ერთ-ერთ მაღალ ცათამბჯენზე ასვლა შეძლო.

 

ვიკი ოდინცოვა

From reality Ph: @a_mavrin #MAVRIN #MAVRINmodels #VikiOdintcova #Dubai

A post shared by VIKI ODINTCOVA (@viki_odintcova) on

ამ ფოტოსთვის რუსი სუპერმოდელი კინაღამ დუბაის ციხეში მოხვდა. ვიკი ყოველგვარი უსაფრთხოების ნორმების გარეშე კასკადიორს ხელზე ჩამოეკიდა – ეს ყველაფერი კი რამდენიმე ასეულ მეტრ სიმაღლეზე ხდებოდა.

 

რაშელ სმიტი

ამ ინსტაგრამ-ვარსკვლავმა შოკში ჩააგდო თავისი ფოლოვერები, რომლებსაც ცათამბჯენის სახურავის კიდეზე გადაღებული გაუზიარა.  გოგონა მართლაც ძალიან რისკავს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები