LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„აზოვსტალის“ ტერიტორიაზე 100-ზე მეტი სამოქალაქო პირი რჩება – მედია

56
აზოვსტალის ქარხანა

უკრაინული მედიის ცნობით, „აზოვსტალის“ ტერიტორიაზე 100-ზე მეტი სამოქალაქო პირი რჩება

მარიუპოლში, „აზოვსტალის“ კომბინატის ტერიტორიაზე ამ დრომდე 100-ზე მეტი სამოქალაქო პირი რჩება. როგორც უკრაინული მედია წერს, ამის შესახებ უკრაინის ტელემარათონის ეთერში დონეცკის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, მაველ კირილენკომ განაცხადა.

კირილენკოს ცნობით, თავად ქალაქ მარიუპოლში რჩება 100 000-მდე ადამიანი. „აზოვსტალის“ დაბომბვის განახლებაზე საუბარისას კირილენკომ განაცხადა, რომ ტერიტორია პრაქტიკულად მუდმივად იბომბება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები