LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლენდ-ლიზი ძალიან მომგებიანია უკრაინისთვის: ვახტანგ კაპანაძე

150
921281_689736804392398_723425922_o-thumb

ლენდ-ლიზის კანონს, რომელიც საშუალებას აძლევს აშშ-ს, სწრაფად მიაწოდოს იარაღი თავის მოკავშირეებს, ამ შემთხვევაში კიევს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა.

ლენდლიზის მნიშვნელობაზე „ფორტუნას“ ეთერში, გადაცემაში „დღის თემა“ ანალიტიკური ცენტრის „ჯეოქეისის“ მრჩეველმა, საქართველოს გენერალური შტაბის ყოფილმა უფროსმა, გენერალ-მაიორმა (გადამდგარი) ვახტანგ კაპანაძემ ისაუბრა.

„ეს ძალიან მომგებიანია უკრაინისთვის. ასევე საინტერესოა, რომ თუ ქვეყანა გადაწყვეტს სამხედრო აღჭურვილობა დაიტოვოს თავისთვის სამუდამოდ ომის შემდეგაც, იმ თანხასაც კი აშშ უნაზღაურებს გრძელვადიანი კრედიტით. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან უკრაინას ძალიან სჭირდება იარაღის მიწოდება, თან დროული და საკმაო რაოდენობის“, – განაცხადა ვახტანგ კაპანაძემ „ფორტუნას“ ეთერში.

„ეს პუტინისთვის ძალიან მძიმე განაჩენია” – რა არის „ლენდ-ლიზი“ და რას შეცვლის რუსეთ-უკრაინის ომში

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ახალი კანონი კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი იქნება უკრაინის მთავრობისა და უკრაინელი ხალხის დასახმარებლად პუტინის მიერ წამოწყებული სასტიკი ომის წინააღმდეგ.

„ლენდ-ლიზის“ შესახებ კანონის ხელმოწერა ისტორიული ნაბიჯია, დარწმუნებული ვარ, ისევ ერთად გავიმარჯვებთ – ზელენსკი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g