LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ლენდ-ლიზის“ შესახებ კანონის ხელმოწერა ისტორიული ნაბიჯია, დარწმუნებული ვარ, ისევ ერთად გავიმარჯვებთ – ზელენსკი

101
ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ჯო ბაიდენის მიერ უკრაინისთვის „ლენდ-ლიზის“ შესახებ კანონის ხელმოწერას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს ისტორიული ნაბიჯია.

„მადლობელი ვართ ამერიკის პრეზიდენტისა და ამერიკელი ხალხის უკრაინის მხარდაჭერისთვის ჩვენი თავისუფლებისა და მომავლისთვის ბრძოლაში. „ლენდ-ლიზის“ შესახებ კანონის ხელმოწერა ისტორიული ნაბიჯია. დარწმუნებული ვარ, ისევ ერთად გავიმარჯვებთ. ჩვენ დავიცავთ დემოკრატიას უკრაინასა და ევროპაში, როგორც 77 წლის წინ“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები