რაჭაში მდებარე ტბისპირა ქოხები საზოგადოების განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს და სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება.
როგორც ირკვევა, ტყეში, ტბის ნაპირზე განთავსებული ორი ხის ქოხი, რომელიც გარშემორტყმულია მწვანე ხავსით, ნებისმიერ მსურველს მიიღებს, ვისაც ბუნებაში დასვენება უყვარს.
სასტუმრო “ზღვარი” ამბროლაურში, ქალაქიდან რამდენიმე წუთის სავალზეა. ის მდინარე კრიხულისა და ბერდიას ტბის ზღვარზე მდებარეობს.
„შუშის გამჭვირვალე, კედელი, ღამით ვარსკვლავებს ითვლი, დილით ტბის ფონზე გათენდება… ჭიქა ღვინოს სვამ საღამოს, გარეთ ცეცხლის დანთება შეგიძლია, ან ჰამაკში წამოწოლა და წიგნის წაკითხვა, გარშემო მყუდროების და ბედნიერების სურნელი ტრიალებს“, – წერს ფეისბუქში ბლოგერი, მოგზაური გურამ შეროზია.