ის, რომ კომპანია Samsung უახლოეს მომავალში სმარტფონ Galaxy J2-ს წარადგენს, უკვე ცნობილია. განსაკუთრებით კი, ეს მას შემდეგ დადასტურდა, რაც მოწყობილობის შესახებ მონაცემები კომპანიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოჩნდა.
ტექნიკური მონაცემების მიხედვით, დევაისის მოცულობა 10,3 მილიმეტრს შეადგენს და ის 173 გრამს იწონის. ამასთან, სმარტფონი შავ, ცისფერ, ვარდისფერ და ოქროსფერ ფერებში იქნება ხელმისაწვდომი.
წინა ინფორმაციის თანახმად კი, მას 5 დიუიმიანი Super AMOLED ეკრანი, Snapdragon 425-ის პროცესორი, 1,5 და 16 გიგაბაიტიანი მუდმივი მეხსიერება და Android 7.1 Nougat-ის სისტემა ექნება. სიახლეს 8 მეგაპიქსელიანი ძირითადი და 5 მეგაპიქსელიანი წინა კამერა ექნება. მისი ფასი კი 138 დოლარს შეადგენს.