რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა აზერბაიჯანისა და სომხეთის კოლეგებთან ჯეიჰუნ ბაირამოვთან და არარატ მირზოიანთან შეხვედრის დროს განაცხადა, რომ რუსეთი სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის დამყარებით არის დაინტერესებული.
როგორც ლავროვმა დასძინა, მოსკოვი ასევე დაინტერესებულია ბაქოსა და ერევანს შორის ურთიერთობების ნორმალიზებით.
„ჩვენ დაინტერესებული ვართ სამხრეთ კავკასია ვაქციოთ მშვიდობის, მდგრადი განვითარებისა და კეთილდღეობის ზონად“, – განაცხადა საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა.