LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯერარ დეპარდიეს ქალიშვილმა ხუთი პლასტიკური ოპერაცია გაიკეთა, რომ მამას არ დამსგავსებოდა

300
depardie

ჟიული დეპარდიე, ცნობილი ფრანგი მსახიობის, ჟერარ დეპარდიეს ქალიშვილია. პროფესიით ჟიულიც მსახიობია. მისი წარმატებული კარიერა რეჟისორის, ჟოზე დაიანის დამსახურებაა, რომელმაც გოგონა არაერთ როლზე დაამტკიცა. ჟიულის ანგარიშზე უამრავი როლია, თუმცა საქვეყნო აღიარება მას მოუტანა ფილმმა „პატარა ლილი“, რომლისთვისაც მან „სეზარის“ პრემიაც კი მიიღო.

დღეს ყველაზე მეტად ყურადღებას იქცევს მამა-შვილის უცნაური ურთიერთობა. თავად ჟიული ამბობს, რომ საშინლად არ უყვარს მამა. ბოლო ინტერივუში მსახიობმა განაცხადა, რომ 5 პლასტიკური ოპერაციის გაკეთება მოუწია, რათა მამას არ დამსგავსებოდა.

ჟიული ამბობს, რომ საოცრად არ მოსწონს მამის ცხოვრების სტილი, მას არ ეთანხმება გადაწყვეტილებებში და პრაქტიკულად არ კონტაქტობს მასთან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები