„ღამის პრაიმ ტაიმის“ წამყვანი და ჯგუფ „ქუჩის ბიჭების“ წევრი, ზურა ხაჩიძე ჟურნალ „სარკეს“ უმხელს, რომ მალე ავტობიოგრაფიული წიგნის წერას დაიწყებს:
„საკმაოდ საინტერესო ცხოვრებით ვიცხოვრე და ეს მაძლევს იმის საფუძველს, რომ წიგნის წერა დავიწყო. ამ წიგნში აუცილებლად შევა ჩემი ცხოვრების ყველა ის ფრაგმენტი, რომლებზეც არასდროს მილაპარაკია. თამამად ვილაპარაკებ ყველა წინაღობასა და ბრძოლაზე, რაც ცხოვრებაში შემხვედრია.
„შურთ, რომ ზურა ხაჩიძეს ძალიან უყვარს თავისი ცოლი“ – რა უთხრა ნათელმხილველმა მომღერალს
საკმაოდ რთული ორი წელი მოიტოვეთ უკან, ვგულისხმობ ხათუნას ბრძოლას სიმსივნესთან…
ძალიან მძიმე ორი წელი გამოვიარეთ და ბევრი სირთულე გადავლახეთ. საბედნიეროდ, ყველაფერმა კარგად ჩაიარა და მადლობა უფალს ამისთვის. ყოველთვის ყველას მადლობელი ვიქნები, ვინც ამ ბრძოლაში გვერდში დაგვიდგა. ამ ავადმყოფობამ ყველას დაგვანახვა, რამდენად მნიშვნელოვანია ოჯახის ერთიანობა ერთი ტკივილის დასამარცხებლად…“