LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზურა ხაჩიძე: „ბედნიერი ვარ, რომ უფალმა მეორედ გვაჩუქა ხათუნას სიცოცხლე, რადგან მართლაც თავიდან დაიბადა…“

331
ზურა და ხათუნა

ზურა ხაჩიძე რადიო „ფორტუნას“ ეთერში თათა სადრაძის გადაცემას „არტ-FM” ესტუმრა და ბევრ სხვა კითხვასთან ერთად, უპასუხა წამყვანის შეკითხვას მეუღლის შესახებაც.

ზურა ხაჩიძე: „ნინის მეუღლე კარგი და წესიერი  ადამიანია…“

რამდენად დიდია ხათუნას წვლილი თქვენს წარმატებაში?

ზურა ხაჩიძე: 

რა თქმა უნდა, უზარმაზარი და ფასდაუდებელია, რადგან 20 წელზე მეტია, ერთად ვართ. ხათუნა არა მხოლოდ პარტნიორი, არამედ კარგი მეგობარია და სწორედ ეს მხიბლავს მასში. ის ჩემზე  ლაღი და უკომპლექსოა, თავისუფლად აზროვნებს და ყოველთვის თავისუფლად შეუძლია ნებისმიერ თემაზე საუბარი. ბედნიერი ვარ, რომ ერთად ვართ და ერთად შევძელით მისი მძიმე ავადმყოფობის დამარცხება. ვფიქრობ, ხათუნას მაგალითი ბევრისთვის გახდება სტიმული და ერთგვარი მოტივაცია. მართალია, უამრავი სირთულის დაძლევა მოგვიხდა, მაგრამ მაინც მოვნახეთ საკუთარ თავში ძალა ვერაგი ავადმყოფობის დასამარცხებლად. აუცილებლად მინდა აღვნიშნო ნინის თანადგომა, რომელიც ძალიან დაეხმარა დედას და ზოგჯერ იძულებითაც ასრულებინებდა უკვე მობეზრებულ, მტანჯველ პროცედურებს. ბედნიერი ვარ, რომ უფალმა მეორედ გვაჩუქა ხათუნას სიცოცხლე, რადგან მართლაც თავიდან დაიბადა.

გადაცემა ვრცლად…

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები