ივნისიდან საქართველოს ავიაბაზარზე საუდის არაბეთის დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Flyadeal შემოდის და ივნისიდან ოპერირებას ერთდროულად ორ აეროპორტში, თბილისსა და ბათუმში დაიწყებს, საიდანაც ჯამში, კვირაში 15 რეისს შეასრულებს.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ ავიაკომპანიასთან მოლაპარაკებების საბოლოო ეტაპი წარმატებით დაასრულა.
პირდაპირი რეგულარული რეისები თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ერთდროულად საუდის არაბეთის სამი ქალაქიდან: ჯედადან, რიადიდან და დამამიდან განხორციელდება, ხოლო ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით ფრენები ჯედადან და რიადიდან შესრულდება.
ბილეთების დასაჯავშნად ეწვიეთ https://www.flyadeal.com/en