უკრაინის მოსახლეობის 90% შეიძლება სიღარიბეში აღმოჩნდეს, თუ რუსეთი თავდასხმებს გააგრძელებს. ამას გაეროს განვითარების პროგრამა პროგნოზირებს.
„ჩვენ ვსაუბრობთ 10 უკრაინელიდან ცხრაზე, რომელიც სიღარიბეში აღმოჩნდება, თუ ეს ომი წლის ბოლომდე გაგრძელდება“, – განაცხადა UNDP-ის წარმომადგენელმა უკრაინაში მანალ ფუანიმ.
მისი თქმით, ეს შოკისმომგვრელი რიცხვია, რადგან ომის დაწყებამდე სიღარიბის მაჩვენებელი ქვეყანაში მხოლოდ 2.5% იყო.
ფუანმა აღნიშნა, რომ წლის ბოლომდე შეიძლება უკრაინაში, ბოლო 20 წლის განმავლობაში, ევროკავშირისა და სხვა დონორების ინვესტიციების წყალობით მოპოვებული განვითარების მიღწევები დაიკარგოს.
ცნობისთვის, უკრაინაში მზარდი სასურსათო კრიზისია და რუსეთს სურსათის ომის იარაღად გამოყენებაში ადანაშაულებენ.