LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შს მინისტრის მოადგილე: გიორგი მჟავანაძემ საზოგადოებრივი წესრიგი დაარღვია, პოლიციელებს შეურაცხყოფა მიაყენა და დააკავეს, მის პრეტენზიებზე საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება დაიწყო

111
Untitled design (8)

მოძრაობა “სირცხვილიას” დირექტორის, გიორგი მჟავანაძის განცხადებას, რომლის მიხედვითაც მას პოლიციის განყოფილებაში სამართალდამცველებმა სცემეს და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, შინაგან საქმეთა სამინისტროში ეხმიანებიან.

პოლიციამ გიორგი მჟავანაძე დააკავა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა: მოძრაობა სირცხვილია

როგორც შს მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ განაცხადა, გიორგი მჟავანაძემ საზოგადოებრივი წესრიგი დაარღვია,  პოლიციელებს შეურაცხყოფა მიაყენა და შესაბამისად, ის დააკავეს ადმინისტრაციული წესით:

“მჟავანაძის შემთხვევას რაც შეეხება, ის მისული იყო პოლიციის განყოფილებაში, რომ ჩაებარებინა მის მიმართ დაკისრებული სამართალდარღვევის თაობაზე სასამართლო გადაწყვეტილება, ამის შემდეგ მან დაარღვია საზოგადოებრივი წესრიგი, მიაყენა შეურაცხყოფა პოლიციელებს და მოხდა მისი დაკავება ადმინისტრაციული წესით, ამის შემდეგ პირველი სასამართლო სხდომა უკვე ჩატარდა და მას ღია სასამართლო სხდომაზე ჰქონდა შესაძლებლობა მტკიცებულებები წარედგინა.

ჩვენი მხრიდანაც სასამართლოზე წარვადგინეთ მტკიცებულებები, რომელიც ადასტურებდა სამართალდარღვევაში მისი მონაწილეობის ფაქტს. ჯერ პროცესი არ დასრულებულა, პირველ ივლისს უნდა გაგრძელდეს სასამართლო პროცესი და დაველოდოთ, რა გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო.

რაც შეეხება მისი მხრიდან გამოთქმულ პრეტენზიებს, რომ მის მიმართ ძალადობას ჰქონდა ადგილი, აღნიშნულ საკითხზე იმავე დღეს გამოძიება დაიწყო სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, რომელიც არის დამოუკიდებელი უწყება, შესაბამისად, იმავე დღეს მას ჰქონდა შესაძლებლობა შეხვედროდა გამომძიებელს, სახალხო დამცველს, ექსპერტს, ასე რომ დაველოდოთ გამოძიების შედეგებს, თუ დადასტურდება, ბუნებრივია, შესაბამისი რეაგირება იქნება”, – თქვა მან.

შეგახსენებთ, მოძრაობა “სირცხვილიამ” 17 მაისს გაავრცელა ინფორმაცია, რომ მოძრაობის დირექტორი გიორგი მჟავანაძე პოლიციელებმა დააკავეს და ბორკილებდადებულს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

მოგვიანებით დაკავების შესახებ სოციალურ ქსელში თავად მჟავანაძემაც დაწერა:

“მსუყე მეუბნება, მე რომ მიყურებ, 14 წელია აქ ვმუშაობ, შენნაირებს ყ…ზე ვიხევ, ქურდიც ვარ, ძველი ბიჭიც და პოლიციელიც”: გიორგი მჟავანაძე პოლიციას ძალადობაში ადანაშაულებს – რას ამბობს საგამოძიებო სამსახური

ცნობისათვის, გუშინ, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში „ფორტუნას“ განუცხადეს, რომ აღნიშნულ საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დაიწყო, რაც ძალადობით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს.

“ეს არ არის პოლიციელების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტება – ეს არის ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი ძალადობა, რომელიც შეიცავს წამების, მუქარის, არაადამიანური მოპყრობის ნიშნებს” – “დროა” აქტივისტზე ძალადობის საქმეზე პროკურატურას მიმართავს

mazda magti 5g