LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „გულწრფელად ვნანობ, რაც გავაკეთე. იმ მომენტში ვნერვიულობდი, იყო საომარი მოქმედებები, არ მინდოდა მოკვლა, მაგრამ ასე მოხდა…“ – 23 მაისს პირველი რუსი სამხედროს გასამართლების განაჩენი გამოცხადდება

157
ვადიმ შიშიმარინი

უკრაინული მედიის ცნობით, რუსმა სამხედრომ, ვადიმ შიშიმარინმა, რომელსაც სუმის რაიონში უიარაღო მოქალაქის მკვლელობაში ედება ბრალი, სასამართლოში ბოლო სიტყვა თქვა.

სხდომის დროს ჯარისკაცმა თქვა, რომ მოინანია:

„გულწრფელად ვნანობ იმას, რაც გავაკეთე. იმ მომენტში ვნერვიულობდი, იყო საომარი მოქმედებები და არ მინდოდა მოკვლა, მაგრამ ასე მოხდა… შემდგომ მივხვდი, რომ ნანებება ჯობდა“, – თქვა თავის მოკლე სიტყვაში შიშიმარინმა და პატიება კიდევ ერთხელ ითხოვა.

გამოცემა „გრატის“ ცნობით, შიშიმარინის შესახებ განაჩენი 23 მაისს უნდა გამოცხადდეს.

ვიდეო: უკრაინაში 21 წლის პირველ რუს სამხედროს ასამართლებენ

როგორც ადრე UNIAN იტყობინებოდა, 4 მაისს, რუსმა ოკუპანტმა უკრაინის სპეცსამსახურებს განუცხადა, თუ როგორ ესროლა პირადად სუმის რეგიონში მშვიდობიან მოსახლეობას. მათ აღნიშნეს, რომ ეს არის რუსი დამპყრობლების ერთ-ერთი პირველი აღიარება, რომელიც უკრაინის სპეცსამსახურის ხანგრძლივი და შრომატევადი მუშაობის დროს მიიღეს.

11 მაისს სასამართლოში წარდგენილი იქნა საბრალდებო დასკვნა რუსი სამხედრო ოფიცრის წინააღმდეგ, რომელმაც სუმის რეგიონში მშვიდობიანი მოქალაქე მოკლა. 18 მაისს, სასამართლო სხდომაზე, შიშიმარინმა სუმის რეგიონში უიარაღო მშვიდობიანი მოქალაქის სროლაში დანაშაული აღიარა. მან ასევე განაცხადა, რომ მზადაა საქმეზე ჩვენება მისცეს.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g