LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“არ მომიკლა დედა” – აქცია-პერფორმანსი ზუგდიდში

220
BeFunky-collage (9)

ზუგდიდის სკეიტ პარკში სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის წევრმა ქალებმა, ასევე, საზოგადოების სხვა წევრებმა აქცია-პერფორმანსი გამართეს. მათ თბილისში ქმრის მიერ 31 წლის ზუგდიდელი სოფო კვარაცხელიას მკვლელობა და ფემიციდის გახშირებული შემთხვევები გააპროტესტეს.

“არ მომიკლა დედა”, “არ გაწირო, არ გაჩუმდე”, “შენი სიჩუმე კლავს”, – აქციის მონაწილეებს ამ შინაარსის ტრანსპარანტები ჰქონდათ მიტანილი, სიმბოლურად კი შავი სამოსი ეცვათ.

“ადამიანმა საკუთარი შვილების, დის და დისშვილების თვალწინ საზოგადოებრივ ტრანსპორტში ქალს, უხეშად რომ ვთქვათ, ყელი გამოჭრა. არ ვიცი, როგორ შეიძლება ამის შეფასება. ეს არ არის პირველი შემთხვევა, არც საქართველოში და არც მსოფლიოში. გამოვდივართ ქალის სიცოცხლის ხელშეუხებლობის მხარდასაჭერად და ვცდილობთ, რომ აქციის ფარგლებში, ხმა მივაწვდინოთ საზოგადოების იმ ნაწილის, რომელმაც მდუმარება არჩია, თან კი ამ ყველაფრის მომსწრე იყო. საზოგადოების მხრიდან გულგრილობას ჰქონდა ადგილი და ამ ჯაჭვური რეაქციით მივედით იმ ფატალურ შემთხვევამდე, რასაც ჰქვია – სოფოს სიცოცხლე დასრულდა”, – თქვა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ქალთა ასოციაცია “გვირილას” დამფუძნებელმა ეთო ალმასიამ.

აქციის მონაწილეების თქმით, დღეს ისინი ქალთა სიცოცხლის ფუნდამენტური და ხელშეუვალი უფლების დასაცავად გამოვიდნენ და გმობენ ფემიციდის ფაქტებს.

რატომ კლავენ ქალებს საქართველოში?

 

 

ფოტო მთავარ სლაიდზე: რადიო ათინათი
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g