LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ბავშვიც შეწუხდა“ – კორტნი კარდაშიანისა და ტრევის ბარკერის საქორწინო ციებ-ცხელება შავ ტანისამოსში

476
page

იტალიაში კარდაშიანების მთელი კლანი შეიკრიბა, ამის მიზეზი კორტნი კარდაშიანისა და ტრევის ბარკერის ქორწილია.

კორტნი კარდაშიანი შვილებთან ერთად პორტოფინოში ისვენებს 

ინტერნეტსივრცეში წყვილის არაერთი ფოტო ვრცელდება. როგორც ჩანს, საქორწინო ცერემონიალი რამდენიმე ეტაპად გაიმართება. განსაკუთრებული ყურადღება ნეფე-პატარძლის გოთიკურმა სტილმა მიიქცია. წყვილი შავ ტანისამოსში გამოჩნდა. ტრევის შავი ანაფორა ეცვა, კორტნი კი მოკლე კაბაში იყო გამოწყობილი და შავი ფატა ამშვენებდა. კაბას მკერდზე ხატი ჰქონდა ამოქარგული.

მათ თან კორტნის ვაჟი ახლდა, რომელიც აშკარად შეწუხებული ჩანდა და ტიროდა.

„ბავშვიც შეწუხდა“, „საწყალი ბავშვი“, – წერენ კომენტარებში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები