LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ადამ ლევინმა მეორე შვილის სქესი გაამხილა

73

ადამ ლევინმა მეორე შვილის სქესი გაამხილა. 38 წლის შემსრულებელი ელენ დეჯენერესის შოუს ესტუმრა და ინტერვიუს დროს განაცხადა, რომ სულ რამდენიმე თვეში მის ოჯახს კიდევ ერთი გოგონა შეემატება. Maroon 5-ის სოლისტმა ასევე თავის მეუღლეზე- ბეჰატი პრინსლოზეც ისაუბრა და ისიც აღნიშნა, რომ მეუღლით ნამდვილად ამაყობს. შეგახსენებთ, რომ მომღერალი და მოდელი 2014 წელს დაქორწინდნენ, 2016 წლის 21 სექტემბერს კი მშობლები გახდნენ. ხოლო, ცოტა ხნის წინ მოდელმა სოც-ქსელის მეშვეობით სასიხარულო სიახლე დააანონსა და საზოგადოებას საინტერესო მდგომარეობა ფოტოს მეშვეობით ამცნო.

 


 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები