LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ძალიან უცნაური და არაპროგნოზირებადი ადამიანია“ – ადამ ლევინის სკანდალი და შენარჩუნებული ოჯახი – Maroon 5-ის სოლისტი კვლავ ყურადღების ცენტრშია

202
page

Maroon 5-ის სოლისტი, ადამ ლევინი კვლავ ყურადღების ცენტრშია. მუსიკალურ ინდუსტრიასთან და ჰოლივუდთან დაახლოებული პირები მომღერლის ხასიათსა და პირად ცხოვრების შესახებ საუბრობენ.

ადამ ლევინს მეუღლემ ღალატი აპატია – Maroon 5-ის სოლისტის და ბეჰატი პრინსლუს უახლესი პაპარაცული ფოტოები

ინსაიდერების განცხადებით, ლევინს კოლეგების ნაწილი „ძალიან უცნაურ ადამიანად“ მიიჩნევს. მათი თქმით, მომღერალი ხშირად არაპროგნოზირებად ქცევებს ავლენს და მისი ურთიერთობა გარშემომყოფებთან ყოველთვის მარტივი არ არის.

სტატიაში ასევე საუბარია 2022 წლის გახმაურებულ სკანდალზე, როდესაც რამდენიმე ქალმა ადამ ლევინი სოციალურ ქსელში ფლირტის შემცველი პირადი მიმოწერების გაგზავნაში დაადანაშაულა. მაშინ მომღერალმა აღიარა, რომ „საზღვრები გადაკვეთა“, თუმცა კატეგორიულად უარყო ღალატის ფაქტი.

განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მის მეუღლეს, მოდელ, ბეჰატი პრინსლუს. წყაროების ინფორმაციით, მიუხედავად სკანდალისა, პრინსლუმ ქორწინების დასრულება არ ისურვა. ინსაიდერების თქმით, მან ოჯახის შენარჩუნება და მეუღლესთან ურთიერთობის აღდგენა ამჯობინა.

წყაროები ასევე აღნიშნავენ, რომ წყვილმა კრიზისის დასაძლევად ურთიერთობაზე სერიოზულად იმუშავა და დღეს მათი ოჯახური ცხოვრება გაცილებით სტაბილურია.

2022 წელს ადამ ლევინი სკანდალში გაეხვა. მაშინ, მოდელმა, სამნერ სტროუმ საჯაროდ განაცხადა, რომ მუსიკოსთან ურთიერთობა ჰქონდა. ლევინმა ბრალდებები უარყო და აღნიშნა, რომ მეუღლისთვის არასოდეს უღალატია, თუმცა აღიარა, რომ სხვა ქალებთან ფლირტით დასაშვებ ზღვარს გადააბიჯა.

„რომანი არ მქონია, თუმცა ჩემი ცხოვრების ერთ-ერთ რთულ პერიოდში ზღვარი ნამდვილად გადავკვეთე. ამ საკითხზე ჩემს ოჯახთან ერთად ვიმუშავე და ყველაფერი გავაკეთე იმისთვის, რომ ეს მდგომარეობა გამომესწორებინა“, – წერდა მუსიკოსი 2022 წელს სოციალურ ქსელში.

„როგორც ნაგავს, ისე მექცეოდა“- ადამ ლივაინის იოგას მასწავლებლის მორიგი ბრალდება

აღიარებითი პოსტის შემდეგ, ადამ ლივაინი ორსულ მეუღლესთან ერთად პირველად გამოჩნდა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები