„მასტერშეფის“ მონაწილემ, დიზაინერმა ნატალია ჩხეიძემ ახლახან „ტვ პირველზე“ კულინარიული რუბრიკა დაიწყო. ეკრანზე საკუთარ თავს რომ უყურებს, მომატებულ წონაში, ეს უჩვეულოდ მიაჩნია. როგორც თავად ამბობს, ეკრანზე საკუთარ თავის დანახვა მხოლოდ ამიტომ არ მოსწონს:
„ერთი მომენტია, რის გამოც ჯერ ვერ ვუყურებ ეკრანზე საკუთარ თავს – პანდემიის დროს, კოვიდის გადატანის შემდეგ, წონაში 30 კილოგრამამდე მოვიმატე.
ნატალია ჩხეიძე სახლში რესტორანს ხსნის – „მანქანა აღარ გავყიდე, მე დამრჩა…“
ეს კოვიდს უკავშირდება?
როცა კოვიდი მქონდა, მაშინ პირიქით – დავიკელი, მაგრამ მკურნალობის კურსის დასრულების შემდეგ არაადამიანური მადა გამიხდა. არც გარეგნობა მაინტერესებდა, არც სხვა რამ. თან, ეტყობა, გავთამამდი, უკვე ქმარიც მყავდა, შვილიც, გარანტირებული სამსახურიც მქონდა და თავი გავინებივრე (იცინის). პირველი ხუთი კილოგრამი რომ მოვიმატე, შოკში ვიყავი, მაგრამ მერე ისე ავკრიფე პლუს 30 კილოგრამი, რომ დიდად აღარ განმიცდია. ახლა ეს გადაცემა იმაშიც დამეხმარება, რომ თავი ხელში ავიყვანო და წონის კორექცია დროულად მოვახდინო. მანამდე ვერ ვუყურებ ეკრანზე საკუთარ თავს, რადგან ვერ ვცნობ…“