LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ორსულმა ჯორჯიანა როდრიგესმა კრიშტიანუ რონალდოს სასიყვარულო წერილი მიწერა

163

ორსულმა ჯორჯიანა როდრიგესმა კრიშტიანუ რონალდოს სასიყვარულო წერილი მიწერა. ფეხბურთელის შეყვარებული თავის გამომწერებთან სულ უფრო და უფრო გულახდილი ხდება. თუკი ადრე მის სოციალურ ქსელში მხოლოდ კრიშტიანუსთან ერთად გადაღებული ფოტოების ნახვა იყო შესაძლებელი, გოგონა ინტერნეტსივრცეს უკვე სხვა მიზნებისთვისაც იყენებს. ის საყვარელ მამაკაცს, რომელიც მისი მომავალი შვილის მამაცაა, სიყვარულს სახალხოდ უხსნის. საკმაოდ ვრცელ წერილს მოდელმა ფიფას პრემიაზე გადაღებული ფოტოც დაურთო, ეს სწორედ ის კადრია სადაც რონალდუმ „წლის საუკეთესო მოთამაშის“ ჯილდო მიიღო.

აღსანიშნავია, რომ წყვილს სულ მალე ქალიშვილი შეეძინება. ალანა მარტინა სპორტსმენისთვის მეოთხე, ხოლო მოდელისთვის კი მხოლოდ პირველი შვილი იქნება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები