9 წლის უკრაინელმა გოგონამ ჩერნიგოვის ოლქიდან, კირა გუბინამ თმა ცხოვრებაში პირველად შეიჭრა იმისთვის, რომ ის გაეყიდა და მიღებული თანხით უკრაინელ ჯარისკაცებს დახმარებოდა.
როგორც უკრაინული მედია წერს, გოგონას ეს იდეა თავშესაფარში ყოფნის დროს გაუჩნდა, სადაც ის მშობლებთან, ძმებთან და დასთან ერთად რუსულ ბომბებს თავს არიდებდა.
“უცნაური შეგრძნებაა. გული მაქვს აჩქარებული, რადგან თმას ცხოვრებაში პირველად ვიჭრი. რა მოხდება?”. – თქვა კირამ.
9 წლის კირამ შეჭრილ თმაში 3 500 გრივნა მიიღო. თანხას ბავშვის მშობლები თავიანთ მეგობარ სამხედროებს გადაურიცხავენ, რომლებიც ფრონტის ხაზზე იბრძვიან.