LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვინ იყო ბიჭი, რომელმაც ტეხასის სკოლაში 21 ადამიანი მოკლა – „მე პატარა საიდუმლო მაქვს“

847
თავდამსხმელი

აშშ-ში ტრაგედია მოხდა. ტეხასის შტატში,  ქალაქ უვალდეს დაწყებით სკოლაში თავდასხმის შედეგად  21 ადამიანი გარდაიცვალა.

18 წლის შეიარაღებულმა თავდამსხმელმა 19 ბავშვი და 2 მასწავლებელი მოკლა.

ტრაგედია აშშ-ში – სკოლაში თავდასხმის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 21-მდე გაიზარდა

გარდაცვლილია თავად თავდამსხმელიც.

როგორც CNN-ი წერს,  გამოძიების ინფორმაციით, თავდამსხმელი სალვადორ რამოსია, რომელიც ამავე ქალაქში, მაგრამ სხვა სკოლაში სწავლობდა.

მას მეგობრები, როგორც  „მშვიდ ადამიანს“ ისე ახასიათებენ.

სალვადორმა სკოლაში შეჭრამდე ცეცხლსასროლი იარაღიდან თავის ბებიას ესროლა. საბედნიეროდ ბებია გადარჩა.

სალვადორმა სკოლის შენობას თავისი მანქანა შეაჯახა. შემდეგ კი სისხლიანი დარბევა დაიწყო.

უცხოური მედიის ინფორმაციით, ის ბავშვობაში ბულინგის მსხვერპლი იყო, მას ტანსაცმლისა და სექსუალური ორიენტაციის გამო დასცინოდნენ.

თავდამსხმელს ჰქონდა „ინსტაგრამის“ გვერდი, სადაც მხოლოდ ერთი საკუთარი სელფის ფოტო ჰქონდა და დანარჩენი ძირითადად იარაღებისა და საბრძოლო მასალების უამრავი ფოტო ჰქონდა.

ერთ-ერთ ფოტოზე, სადაც ორი შაშხანაა აღბეჭდილი, მან ქალი მონიშნა, რომელიც ამტკიცებს რომ ამ ბიჭს საერთოდ არ იცნობს.

„მადლობა მითხარი, რომ მოგნიშნე“. – მიწერა სალვადორმა.

როდესაც ქალმა სთხოვა დაეკონკრეტებინა, რას გულისხმობდა, უპასუხა, რომ „მე ვაპირებ“.

შემდეგ კი მისწერა:

„მე პატარა საიდუმლო მაქვს“. მოგვიანებით კი დააკონკრეტა, რომ ღამის 11:00 საათის მერე ეტყოდა ყველაფერს. 

ქალს ჩაეძინა და მისთვის აღარ უპასუხია.

ტეხასის სკოლაში მომხდარ თავდასხმაზე კომენტარი გააკეთა შეერთებული შტატების პრეზიდენტმა. ჯო ბაიდენმა დაღუპულთა ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა.

„როცა პრეზიდენტი გავხდი, იმედი მქონდა, რომ ამის გამეორება აღარ მომიწევდა – მორიგი ხოცვა-ჟლეტა. უვალდე, ტეხასი. დაწყებითი სკოლა. ლამაზი, უდანაშაულო მეორე, მესამე, მეოთხე კლასელები. ათობით პატარა ბავშვი, ვინც მომხდარის მომსწრე გახდა და მათი მეგობრების სიკვდილი ნახა, თითქოს ისინი ბრძოლის ველზე არიან. ბავშვის დაკარგვა სულის ნაწილის ამოგლეჯას ჰგავს. რატომ ვართ თანახმა ვიცხოვროთ ამ ხოცვა-ჟლეტით?

როგორ შეგვიძლია დავუშვათ, რომ ეს მოხდეს? უბრალოდ არასწორია, 18 წლის ბავშვს შეეძლოს მაღაზიაში შესვლა და იარაღის ყიდვა. დროა ვიმოქმედოთ და არავინ მითხრას, რომ ჩვენ არაფრის შეცვლა შეგვიძლია,” – განაცხადა ბაიდენმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g