LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სროლა ტაბიძის ქუჩაზე: გავრცელებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ადამიანი

588
სროლა

თვითმხილველების ცნობით, თბილისში, ტაბიძის ქუჩაზე სროლა იყო.

გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა დღეს, 12:00 საათისთვის მოხდა, სროლის შედეგად 3 ადამიანი დაიჭრა – მათგან ერთს ჭრილობები თავის არეში, ორს კი მხარში აღენიშნება.

მომხდარის შესახებ დამატებითი ინფორმაცია ამ ეტაპზე ცნობილი არ არის.

„ფორტუნა“ დეტალებს შინაგან საქმეთა სამინისტროში არკვევს, ინფორმაციას მიღებისთანავე შემოთავაზებთ.

დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მოპოვებას, „ფორტუნა“ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრში ცდილობს.

ფოტო სლაიდზე: IPN

პოპულარულები