კრემლის პროპაგანდისტი ჟურნალისტი, თინა კანდელაკი „ტელეგრამზე“ წერს, რომ რუსეთის მთელ ტერიტორიაზე დუნდულების გასადიდებელი იმპლანტები გაქრა.
ინფორმაცია ამის შესახებ პირველად გამოცემა „კომსომოლსკაია პრავდამ“ გავრცელა, სადაც ნათქვამი იყო, რომ სილიკონის იმპლანტებზე ჯერ ფასები გასამმაგდა, შემდეგ კი ისინი საერთოდ გაქრა. მიზეზად რუსეთისთვის დაწესებული სანქციები სახელდება, რის გამოც ამ ძვირადღირებული იმპლანტების ყიდვა შეუძლებელი გახდა.
„მთელ რუსეთში დუნდულების გასადიდებელი იმპლანტები გაქრა! “ – წერს აღშფოთებული კანდელაკი, რომელსაც უამრავი ასევე განრისხებული მომხმარებლის კომენტარი ახლავს.
„რუსეთი მოიგებს და ამას ვერაფერი შეაჩერებს“ – თინა კანდელაკი