„ჩემი აზრით, მიგვიღებენ იმ ევროკავშირში, მოგვცემენ ამ სტატუსს თუ არა, ჩვენთვის არაფერი იცვლება“, – აღნიშნული განცხადება პარტია „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ვახტანგ მეგრელიშვილმა „ფორმულას“ ეთერში გააკეთა.
მისი თქმით, „ჩვენ ვცხოვრობთ, რაღაც ორმოში, საიდანაც უნდა ამოვიდეთ ნებისმიერ შემთხვევაში. საღი აზრის მქონე ადამიანი ასე შეხედავდა სიტუაციას. საგიჟეთში ვცხოვრობთ და რა რეაქციაც არ უნდა ჰქონდეთ ბრიუსელიდან ჩვენ ამ ორმოდან უნდა ამოვძვრეთ“.