LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვახტანგ მეგრელიშვილი ე.წ. ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ მომზადებულ პაკეტზე: „სამედიცინო მანიპულაციების აკრძალვა რას გულისხმობს? ქირურგს ვსჯით?“

134
ვახტანგ მეგრელიშვილი

„სამედიცინო მანიპულაციების აკრძალვა რას გულისხმობს? ეს ნიშნავს თუ არა იმას, რომ ადამიანს ეკრძალება კოსმეტიკური ოპერაციისთვის სამედიცინო დახმარების თხოვნა? ქირურგს ვსჯით [ოპერაციისთვის]? შეიძლება კოსმეტიკური ოპერაციები ავკრძალოთ?“ – ამის შესახებ „გირჩის“ დეპუტატმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა განაცხადა.

პარლამენტის ოთხი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა, სადაც დეპუტატები ე.წ. ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ მომზადებული საკანონმდებლო პაკეტს განიხილავენ, მეგრელიშვილი ასევე დაინტერესდა, როგორ აპირებს სახელმწიფო ამ კანონპროექტის ფარგლებში იმის შემოწმება/გადამოწმებას, შვილად აყვანის მსურველს აქვს თუ არა არატრადიციული სექსუალური გემოვნება.

„თქვენ როგორ ფიქრობთ, ქორწინების აქტი არის სამოქალაქო აქტი თუ ეკლესიური, რელიგიური აქტი. ეს ხომ არ არის ეკლესიის კომპეტენციებში სახელმწიფოს შეჭრა და ჩემი აზრით, ეს არის სახელმწიფოს ეკლესიის ფუნქციებში შეჭრა. მსოფლიოში ეკლესია არეგისტრირებს ქორწინებას და მთავრობა ამას აღიარებს, მაგალითად: ბრიტანეთში, აშშ-ის ბევრ შტატში ასეა. ისრაელში სამოქალაქო ქორწინება არც კი არსებობს.

ისრაელი მხოლოდ აღიარებს სხვა ქვეყნებში რეგისტრირებულ სამოქალაქო ქორწინებას, მათთვის კი მხოლოდ რელიგიური აქტია ქორწინება. თქვენ ამ საკითხს როგორ უყურებთ? მოგსვლიათ თუ არა იდეა იმის შესახებ, რომ ეკლესიის მიერ რეგისტრირებული ქორწინება სახელმწიფომ უბრალოდ აღიაროს?!

შვილად აყვანის ნაწილში მაინტერესებს, შვილად აყვანის მომენტში რომ აღმოჩნდეს ოჯახის წევრი არატრადიციული სექსუალური გემოვნების ადამიანია, ამას სახელმწიფო რა ფორმით აპირებს რომ გაარკვიოს?

„ოპოზიცია გაურბის პასუხისმგებლობას, რომ ამ საკითხის შინაარსობრივ განხილვაში შემოვიდნენ“ – ე.წ. ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ საკანონმდებლო პაკეტზე მსჯელობა გრძელდება

„ოპოზიცია არ ესწრება საკომიტეტო განხილვას, რითაც ჩვენი საზოგადოების წინაშე აფიქსირებს პოზიციას, რომ ეწინააღმდეგებიან კანონმდებლობის მიღებას“ – ამის შესახებ პარლამენტის ოთხი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე უმრავლესობის წევრმა, გივი მიქანაძემ განაცხადა, სადაც ე.წ. ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ მომზადებული საკანონმდებლო პაკეტის განხილვაში ოპოზიცია არ მონაწილეობს.

და ასევე, სამედიცინო მანიპულაციების აკრძალვა რას გულისხმობს? ეს ნიშნავს თუ არა იმას, რომ ადამიანს ეკრძალება კოსმეტიკური ოპერაციისთვის სამედიცინო დახმარების თხოვნა? ქირურგი ისჯება [ოპერაციისთვის]? შეიძლება კოსმეტიკური ოპერაციები ავკრძალოთ?“- განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.

როგორც კანონპროექტის ერთ-ერთმა ინიციატორმა და მომხსენებელმა, რატი იონათამიშვილმა აღნიშნა, ინიციატივის მიღება დღეს არის დროული.

„მე ვფიქრობ, რომ ამ ინიციატივის მიღება დროულია. რაც შეეხება უშუალოდ ოპერაციას, ასეთ შემთხვევაში, პასუხისმგებელია სამედიცინო დაწესებულება და კონკრეტული ქირურგი, თუ ჩვენ ვკრძალავთ ისეთი სახის სამედიცინო მანიპულაციებს, რომელიც სქესის შეცვლისკენაა მიმართული. არსებობს სტატისტიკაც, რომ ოპერაციის გაკეთება 30%-ით ამცირებს სიცოცხლისუნარიანობას და ასევე, სუიციდის რისკები 12 -ჯერ მაღალია,“- განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

აღნიშნულის შემდეგ ვახტანგ მეგრელიშვილმა ოთხი კომიტეტის გაერთიანებული სხდომა დატოვა.

„ე.წ. ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლის კანონპროექტი არის „რუსული კანონი 2″… პირდაპირ არის პუტინის საარჩევნო პროგრამიდან გადმოწერილი“ – რომან გოცირიძე

ცნობისთვის, საკანონმდებლო პაკეტი 19 კანონპროექტისგან შედგება. მათგან ძირითადია პროექტი სახელწოდებით – „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“, დანარჩენი 18 კი, მისგან გამომდინარე პროექტი.

საკანონმდებლო პაკეტის ავტორი და ინიციატორები არიან პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი და უმრავლესობის წევრები: მამუკა მდინარაძე, ანრი ოხანაშვილი, რატი იონათამიშვილი, მაკა ბოჭორიშვილი, დავით მათიკაშვილი, თენგიზ შარმანაშვილი, ირაკლი შატაკიშვილი და სოზარ სუბარი.

უმრავლესობის განმარტებით, კანონპროექტის ინიცირების მიზანი ქალისა და მამაკაცის კავშირზე დაფუძნებული ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის მექანიზმების გაძლიერებაა.

საკანონმდებლო პაკეტი მთელი რიგი აკრძალვებისა და შეზღუდვების დაწესებას ითვალისწინებს.

პოპულარულები