LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

21 წლის ქართველმა ქიმიკოსმა კალიფორნიის უნივერსიტეტში, სან დიეგოში სადოქტორო პროგრამაზე სრული დაფინანსება მოიპოვა

1335
ლევან გოჯიაშვილი

21 წლის ქართველმა ქიმიკოსმა University of California, San Diego-ს სადოქტორო პროგრამაზე სრული დაფინანსება მოიპოვა. ლევან გოჯიაშვილი SDUS-ს წლევანდელი კურსდამთავრებული და არაერთი ოლიმპიადისა და კონკურსის გამარჯვებულია. მისი ჩართულობით საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მრავალი მედალი მოუტანა ქიმიკოსთა ნაკრებს.

„STEM-ის მიმართ ჩემი ინტერესი მნიშვნელოვნად გააძლიერა ქიმიის მასწავლებელმა სკოლაში, რომელმაც მოახერხა საგნის მიმართ საკუთარი სიყვარულისა და ერთგულების იმგვარად გადმოცემა მოსწავლეებისათვის, რომ ნათლად დაგვენახა ქიმიის, როგორც მეცნიერების უსაზღვრო შესაძლებლობები. მეცხრე კლასიდან ამ საგნის შესწავლა ინტენსიურად და საფუძვლიანად დავიწყე,” – ამბობს ლევანი.

ლევან გოჯიაშვილმა პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება ამ სფეროში, სკოლის პერიოდში შეიძინა. კერძოდ მან ქიმიის ეროვნულ ოლიმპიადებში მონაწილეობა ზედიზედ სამი წლის განმავლობაში მიიღო. ლევანმა ნაკრებთან ერთად საქართველო ​მსოფლიოსა და ევროპის სხვადასხვა კონკურსებში წარადგინა, საიდანაც არაერთი მედალიც ჩამოიტანა.  

„სკოლის დამთავრების შემდეგ ჩავაბარე სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტში – საქართველო, სადაც იყო წარმოდგენილი ერთადერთი ამერიკული ქიმიის საბაკალავრო პროგრამა საქართველოში, რომელიც საშუალებას მაძლევდა, უმაღლესი საფეხურის განათლების ხარისხის მისაღებად მებრძოლა და გავმხდარიყავი კონკურენტუნარიანი მთელი მსოფლიოს მასშტაბით.“

ახალგაზრდა მეცნიერის ერთ-ერთი უდიდესი მიღწევაა ამერიკის ქიმიური საზოგადოების ქართველ სტუდენტური ნაწილის პრეზიდენტად არჩევაა. მიიჩნევს, რომ კრიტიკულად მნიშვნელოვანი და აუცილებელია STEM საგნების მიმართ ცნობადობის გაზრდა ქართულ საზოგადოებაში. ამ მიზნის განსახორციელებლად, ამერიკული ქიმიური საზოგადოების საქართველოს სტუდენტური ნაწილის მიერ მისი პრეზიდენტობის დროს, განახორციელა მრავალი წარმატებული პროექტი და ღონისძიება, რის შედეგადაც ACS-ის უმაღლესი ჯილდოც მოიპოვეს.

ლევანის პროფესიული გამოცდილება მხოლოდ უნივერსიტეტით არ შემოიფარგლება. იგი დასაქმებულია CPI Georgia-ში, რომელიც არის სტაბილური იზოტოპების მწარმოებელი წამყვანი კომპანია, სადაც ხელმძღვანელობს იზოტოპურად გამდიდრებული ქიმიკატების სინთეზის პროექტს, რომელიც გულისხმობს ახალი ნივთიერებების სინთეზისა და ანალიზის მეთოდების შემუშავებას, ასევე საცალო ვაჭრობის ვებსაიტის isotopeshop.com აწყობასა და მართვას.

22 წლის მეცნიერის სამომავლო მიზნებია მიიღოს დოქტორის ხარისხი ქიმიაში და შემდეგ გააგრძელოს მუშაობა ინდუსტრიაში, აწარმოოს იაფი და ნაკლებად ტოქსიკური კატალიზატორები სხვადასხვა სამრეწველო პროცესებისათვის, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს ქიმიური ნარჩენების მავნე ზემოქმედებას გარემოზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g