LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ლევან ბერძენიშვილი ნამდვილად იმსახურებს იმ უმსგავსობას რაც მის თავს ხდება, ეგ ის ადამიანია ვინც..“ – რას წერს თამარ ჩერგოლეიშვილი

1366
BeFunky-collage (25)

ლევან ბერძენიშვილის მიერ ერეკლე მეორეს შესახებ გაკეთებულ განცხადებასა და შემდგომ საზოგადოების გარკვეულ ნაწილში გამოთქმულ სხვადასხვაგვარ მოსაზრებებს სოციალურ ქსელში ეხმაურება ტაბულას დამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი.

“პრინციპის და სწორის და არასწორის საკითხია, თორემ პირადად ლევან ბერძენიშვილი ნამდვილად იმსახურებს იმ უმსგავსობას რაც მის თავს ხდება.

ეგ ის ადამიანია ვინც საზოგადოების ყველა მავნე ინსტინქტით ისარგებლა იმისთვის, რომ პოლიტიკური მეტოქეები უბინძურესი მეთოდების გამოყენებით გაეშავებინა – 2007 წელს სიამოვნებით სწამებდა ცილს გიგა ბოკერიას და პატრიარქის ცემაში ამხელდა – უსაზიზღრესი შარლატანია.

მაგრამ პრინციპი, არის პრინციპი – მას აქვს უფლება სისულელეები ილაპარაკოს”, – წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.

ცნობისთვის, 28 მაისს, თელავში, ერეკლე II-ის სახლ-მუზეუმთან „ერეკლე II-ის დასაცავად“ – ლევან ბერძენიშვილისგან აქცია გაიმართა.

რამდენიმე დღის წინ ლევან ბერძენიშვილმა განაცხადა:

„სანამ ერეკლე მეფე მოღალატედ არაა გამოცხადებული, მანამდე ირაკლი ღაბირაშვილი გამოვა იტყვის, „ომი გინდათ“? ერეკლემაც მაგი თქვა, რა, აბა ომი გინდათო? მეომარი კაცი იყო, 80 ომი მოიგო. ჰოდა, მე მეკითდეხბოდა, ომი გინდაო? მე არ მინდოდა ომი, არავის არ გვინდოდა, მაგრამ რომ ჩააბარა მთელი საქართველო, როცა კახეთს აკონტროლებდა მხოლოდ, ვინ მისცა მაგის უფლება“?

მათ აირჩიეს ერეკლე, მე ვირჩევ საქართველოს, რომელიც ჩემთვის ათასჯერ უფრო ძვირფასია, ვიდრე მისი ყველა მეფე ერთად აღებული: ლევან ბერძენიშვილი

ნათია ფანჯიკიძე: „რატომ ვკლავთ ერთმანეთს? ბერძენიშვილმა ლექცია არ წაიკითხოს, ბაქრაძე ლექსებს არ გაეკაროს.. მეც ბევრი შემშლია, მაგრამ რაღაც მიკეთებია სასარგებლო-ც… პაციენტი არ მივიღო…დარწმუნებული ხართ, რომ უკეთესი გახდება ჩვენი ქვეყანა?“

“ერეკლე არ არის ქართველების საუკეთესო მეფეთა არც სამეულში, არც ხუთეულში…ათეულშიც არაა” – რას წერს დავით ბერძენიშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები