პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი აცხადებს, რომ ქვეყნის შიგნით არსებული პოლიტიკური ვითარება და დისკუსიები ევროკავშირის გადაწყვეტილებაზე გავლენას ვერ მოახდენს.
ამის შესახებ ხუხაშვილი სოციალურ ქსელში წერს და აცხადებს, რომ გადაწყვეტილებას მიიღებენ ევროკავშირის ინტერესებიდან გამომდინარე დიდ გეოპოლიტიკურ თამაშში:
“დიდი პოლიტიკური მიამიტობაა იმაზე საუბარი, რომ ევროკავშირის გადაწყვეტილებაზე საქართველოს თაობაზე რაიმე გავლენას მოახდენს ჩვენი შიდა პოლიტიკური დისკუსია.
ჩვენთან დაკავშირებით გადაწყვეტილება იქნება მიღებული ევროკავშირის ინტერესებიდან გამომდინარე დიდ გეოპოლიტიკურ თამაშში.
მათთვის ახლა სულ არ არის მნიშვნელოვანი, ჩვენ ერთმანეთს თავ-ყბას დავულეწავთ, თუ ჩავეხუტებით.
ასე რომ, ამ საკითხზე მსჯელობა წმინდა წყლის სპეკულაციაა და მეტი არაფერი”, – წერს ხუხაშვილი “ფეისბუქში”.
კობახიძე: ევროკავშირს საქართველოსთვის კანდიდატობაზე უარის თქმის არავითარი მიზეზი არ აქვს