ცნობილია, რომ iPhone 8 და iPhone 8 Plus საკმაოდ მოკლე ვადაში შეიქმნა და გამოვიდა, ამიტომ გასაკვირი არავისთვის არის, რომ მასში მთელი რიგი დეფექტები უკვე აღმოაჩინეს. ისინი, ვინც სმარტფონების მეპატრონეები უკვე გახდნენ, პრობლემებზე ალაპარაკდნენ.
ხმაური დინამიკებიდან სატელეფონო საუბრების დროს – ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პრობლემაა, რაზეც თითქმის ყველა საუბრობს. მათივე თქმით, თუ სატელეფონო ზარს ყურსასმენით უპასუხებენ, ეს პრობლემა ქრება.
Apple-ის წარმომადგენლებმა მათი მისამართით გამოთქმულ ბრალდებას უკვე უპასუხეს და განაცხადეს, რომ ყველამ, ვინც აღნიშნულ პრობლემას შეხვდა, მონაცემების აღსადგენად iCloud უნდა გამოიყენოს. მათ პირობა დადეს, რომ ამ პრობლემას შეისწავლიან და უახლოეს მომავალში მადაწყვეტენ.
