LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გამყრელიძე: „მაიმუნის ყვავილის“ ვირუსის სადიაგნოსტიკოდ საქართველოში სპეციალური PCR ტესტი შემოვა, რომელიც ვირუსს 2 საათში ამოიცნობს

266
BeFunky-collage (1)

„მაიმუნის ყვავილის“ ვირუსის სადიაგნოსტიკოდ საქართველოში სპეციალური PCR ტესტი შემოვა, ­რომელიც ვირუსს 2 საათში ამოიცნობს. ამირან გამყრელიძის აღნიშნულ კომენტარს “ინტერპრესნიუსი” ავრცელებს.

როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა განაცხადა, PCR ტესტები ქვეყანაში, სავარაუდოდ, მომავალ კვირას შემოვა.

“ლაბორატორიული დიაგნოსტიკა დღესაც შეგვიძლია გენომის სეკვენირებით, რომელსაც რამდენიმე დღე სჭირდება”, – ამბობს ამირან გამყრელიძე.

ცნობისთვის, გუშინ, 30 მაისს,  ვაშინგტონ პოსტმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მაიმუნის ყვავილით გარდაცვალების ფაქტი ნიგერიაში დაფიქსირდა. დაიღუპა 40 წლის პაციენტი, რომელსაც თანმხლები დაავადებებიც ჰქონდა.

“მაიმუნის ყვავილის” გავრცელების შემთხვევაში, დაგვიცავს თუ არა ინფიცირებისგან ბავშვობაში გაკეთებული “ყვავილის” საწინააღმდეგო აცრა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g