თბილისში, 2022 წლის პირველ კვარტალში, საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასები, 2021 წლის მეოთხე კვარტალთან შედარებით 4.2 პროცენტითაა გაზრდილი. ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნულ სამსახურზე დაყრდნობით „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, უფრო კონკრეტულად, ბინების ფასები 5.4 %-ით, კერძო სახლების კი 2%-ით გაიზარდა.
აღსანიშნავია, რომ სტატისტიკა შემოიფარგლება მხოლოდ თბილისით და მოიცავს მხოლოდ უძრავი ქონების ბაზრის, ახალი აშენებული და მშენებარე საცხოვრებლების სეგმენტს.
