LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ ცაგარელის 1 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

570
cagareli

მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში – 01:00-დან 10:00 საათამდე, როცა განსაკუთრებით გაძლიერდება მთვარის ნეგატიური ენერგია, მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა გაფანტული ყურადღება და დაკარგული კონცენტრაცია არ გახდეს ავარიების და სახიფათო სიტუაციების შექმნის მიზეზი.

გამოიჩინეთ მეტი მოთმინება და თავშეკავება. თავი შეიკავეთ საკუთარი აზრის, წარმოდგენების ხმამაღლა გამოთქმისა და ემოციების დემონსტრირებისგან.

არ ღირს წარსულის გახსენება, რადგან წარსულის მოვლენებზე საუბრით მხოლოდ უსიამოვნებებს შეიქმნით მომავალში.

ყურადღებით შეამოწმეთ ყველა ოფიციალური დოკუმენტი, რადგან მაღალია ფინანსური შეცდომის დაშვების ალბათობა.

მოერიდეთ იმ დაპირებების გაცემას, რომელთა შესრულება ძალიან გაგიჭირდებათ.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა მგზავრობისა და მოგზაურობისთვის, შემოქმედებითი და ინტელექტუალური საქმიანობისთვის, მეგობრებსა და ოჯახის წევრებთან ურთიერთობის გასაუმჯობესებლად, მცენარეების დარგვისა და გადარგვისთვის, საყოფაცხოვრებო ნივთების და ანტიკვარიატის შესაძენად, კულინარული ექსპერიმენტებისა და ახალი კერძების მოსამზადებლად. ნაკლებად გაამართლებს ნიშნობა და ქორწინება, სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების დაწყება, ბინის შეცვლა და სესხის აღება.

ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. გაუფრთხილდით დასუსტებულ კუჭს და ღვიძლს.

დღის ფერები და მინერალები – თეთრი, მწვანე, იისფერი, ცისფერი და ვერცხლისფერი, ასევე ზურმუხტი, აქატი, ოპალი, რაუხტოპაზი და ამეთვისტო გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა მორიელისა და თხის რქისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ ვერძს და ტყუპებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g