ყველგან ვაფიქსირებდი, რომ ის ყოველთვის რუსულ საქმეს აკეთებდა, – ამის შესახებ ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა „მთავარი არხის“ დამფუძნებელ ნიკა გვარამიაზე საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, ამას „ნაციონალურ მოძრაობაზე“ არ ამბობს.
„[„მთავარ არხს“]თქვენ ხომ კრიტიკულს ეძახით? რუსულ ნარატივს ატარებდა სულ, რასაც ვუყურებდი. [ნიკა გვარამია] სულ გადატრიალება-გადმოტრიალებაზე იყო – არჩევნების შემდეგ რა გააკეთა? ჯერ ხალხი არ შეუშვა პარლამენტში, მერე რომ შეუშვა, კიდევ გამოყვანა მოუნდა. ნიკა გვარამიაზე არ ვარ მაღალი წარმოდგენის.
ხალხი მას პოლიტიკურ პატიმრად არ აღიქვამს. ხალხი ფიქრობს, რომ უკეთესია მისთვის და სახელმწიფოსთვის დროებით ცოტას თუ დაისვენებს. სად ჰქონდა ისეთი ჭკუა, რამდენსაც გველაპარაკებოდა?“ – აღნიშნა მეუფე იაკობმა.
მეუფე იაკობი სააკაშვილზე: ძალიან დიდი წონა ჰქონდა, ძალიან კარგია, თუ დაიკლებდა