LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეუფე იაკობი სააკაშვილზე: ძალიან დიდი წონა ჰქონდა, ძალიან კარგია, თუ დაიკლებდა

213
BeFunky-collage (13)

ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა მედიასთან საუბრისას მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრისას თქვა, რომ “კარგი იქნებოდა თუ ის წონაში დაიკლებდა”.

ამასთან,  მეუფე იაკობმა დასძინა, რომ სახელმწიფოს ვალდებულებაა არა მარტო პრეზიდენტის, არამედ ყველას გადარჩენა.

კობახიძე სააკაშვილზე: საზღვარგარეთ გადაყვანა გამორიცხულია

“ხუმრობის გარეშე, ცოტას თუ დაიკლებდა… ძალიან დიდი წონა ჰქონდა, პირიქით, ჯანმრთელობისთვის უცბად არ უნდა მოხდეს ხოლმე მაგ წონის დაკლება, თორემ ისე ძალიან კარგია, თუ დაიკლებდა. […] მე ყველა ადამიანზე შემტკივა გული, პირდაპირ გეუბნებით. ცუდია, როცა ერთ ადამიანს გამოარჩევ, უარესი ავადმყოფები არიან ციხეებში.

მაგას ვინ გაუბედავს, თუ ისეთი დაავადება აქვს, რომ გაკომისიავება, აქტიროვკა, თუ რაღაც ერქვა, მაპატიეთ, რუსული სიტყვაა, არ ვიცი ქართულად რა ჰქვია, ან თუ გადაყვანა ეხება, ვინ არ გადაიყვანდა, ასატკივარი თავი ვის აქვს.

ციხიდან რომ საავადმყოფოში უნდა გადაეყვანათ, ჩვენც გვქონდა ხელისუფლებასთან მაგაზე საუბარი”, – თქვა მეუფე იაკობმა. 

გიული ალასანია სააკაშვილზე: რომ ვზივარ და მას ასეთ მდგომარეობაში ვუყურებ, ჩემთვის ძალიან მძიმეა – ერთადერთი შანსის იმედი მაქვს, სასჯელის გადავადების

magti 5g