LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩემი მიზანია ჩემი შვილის სიცოცხლე გადავარჩინო, კობახიძის მიზანია როგორმე მოიშოროს მიშა თავიდან: გიული ალასანია

278
გიული ალასანია

საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედა გიული ალასანია, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებას ეხმიანება, რომლის თანახმადაც, მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ უცხოეთში გადაყვანა გამორიცხულია. გიული ალასანია აცხადებს, რომ მისთვის კობახიძის განცხადება „არაფერს ნიშნავს“.

ალასანიას თქმით, მისი მიზანია შვილის სიცოცხლის გადარჩენა, ირაკლი კობახიძის მიზანს კი „სააკაშვილის როგორმე თავიდან მოშორება წარმოადგენს“.

„ირაკლი კობახიძის განცხადება ჩემთვის ბევრს არაფერს ნიშნავს. ჩვენთან სასამართლო ხომ დამოუკიდებელია?!როგორც ჩანს, ჩვენი მიზნები განსხვავებულია, ჩემი მიზანია ჩემი შვილის სიცოცხლე გადავარჩინო, ამის მიზანია, როგორმე მოიშოროს თავიდან. ეს არის განსხვავება. არაფერი არ იყო მოულოდნელი“,- აღნიშნავს ალასანია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g