LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართველები ლეგალურად დასაქმებას, სავარაუდოდ, პორტუგალიასა და ესპანეთშიც შეძლებენ

9219
passportcontroleu

საქართველოს მოქალაქეების ლეგალურად დასაქმებაზე მოლაპარაკებები კიდევ 9 ქვეყანასთან მიმდინარეობს.

„გრძელდება ცირკულარული მიგრაციის პროექტები, რაც საქართველოს მოქალაქეებისათვის საზღვარგარეთ ლეგალურად დასაქმების საშუალებას ქმნის“, –  ამის შესახებ პრემიერის მიერ პარლამენტში წარდგენილ სამთავრობო პროგრამის შესრულების შესახებ მოხსენებაშია აღნიშნული.

ამავე ანგარიშის მიხედვით, ევროპის სხვა ქვეყნებში ლეგალური დასაქმების შესაძლებლობების გაჩენის მიზნით, ჯამში 9 ქვეყანასთან (პორტუგალია, ესპანეთი, ჩეხეთი, ხორვატია, კვიპროსი, უნგრეთი, ფინეთი, ბელგია და საბერძნეთი) იქნა ინიცირებული დიალოგი და განსახილველად გაიგზავნა ქართული მხარის მიერ შემუშავებული შეთანხმების პროექტი „საქართველოს მთავრობასა და ქვეყნის მთავრობას შორის ლეგალური დროებითი (ცირკულარული) შრომითი მიგრაციის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g