მომღერალი ლედი გაგა მუსიკისგან დაისვენებს. ვარსკვლავის თქმით, მან „ტემპის შენელება“ გადაწყვიტა, რათა „განახლებისთვის“ დრო დარჩეს. მომღერლის განცხადებით, დასვენების პერიოდში ის სიმღერების წერას არ შეწყვეტს.
აღნიშნული ფაქტის შესახებ ცნობილი ტორონტოში გამართული კონცერტის მსვლელობისას გახდა.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ მომღერალი ფილმში „ვარსკვლავის დაბადება“ გადაღებებს მორჩა, რომელიც ბრედლი კუპერის რეჟისორულ დებიუტს წარმოადგენს.