LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ელექტრომობილებს მკვეთრი გაძვირება უწინასწარმეტყველეს

45
Capture

ბენზინის გაძვირების გამო ბევრი მყიდველი ელექტრომობილს ირჩევს. ელემენტიანი მოდელის შეძენით ისინი საწვავის ღირებულების კომპენსაციას ცდილობენ. ამასობაში ელექტრომობილების ფასებიც იცვლება. საჭირო დეტალების დეფიციტის, ტრანსპორტირებასთან და სხვა საკითხებთან დაკავშირებული პრობლემების გამო მწარმოებლები იძულებული არიან „მწვანე“ მანქანების ღირებულება გაზარდონ. ექსპერტები პროგნოზირებენ, რომ 2026 წლისთვის ფასების მატება კიდევ უფრო თვალში საცემი გახდება.

საჭირო დეტალების გაძვირების შემდეგ ford-მა და General Motors-მა 2022 წლის ხარჯები შეაჯამეს. ორივე კომპანიამ ლამის გააორმაგა ის თანხა, რომელიც სხვადასხვა ნაწილების შესაძენად დახარჯა. როგორც ჩანს, სიტუაცია არც უახლოეს მომავალში დასტაბილურდება და 2026 წლისთვის ელექტროქარების ელემენტების ფასი 22%-ით მოიმატებს.

ამასთან, ყველა ავტომწარმოებელი არ ეთანხმება იმ მოსაზრებას რომ ელექტრომობილებზე გადასვლა მხოლოდ პლუსებთანაა დაკავშირებული. მაგალითად Renault Group-ის ხელმძღვანელი დარწმუნებულია, რომ ელემენტიან ტრანსპორტზე ნაადრევად გადასვლა ეკოლოგიისთვის ძალიან ცუდი იქნება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები