LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტეილორ სვიფტმა საკუთარი სიმღერებიდან ფრაზები დააპატენტა

54

ჯერ არ გამოსულა ტეილორ სვიფტის ახალი ალბომი Reputation და მომღერალი უკვე იმაზე ზრუნავს, რომ მისი სიახლით სხვებმა ფულის გამომუშავება ვერ შეძლონ. ცნობილი ხდება, რომ მომღერალს სიმღერებიდან ციტატების დაპატენტება სურს – მაგალითად, „Look What You Made Me Do“, „The old Taylor can’t come to the phone right now“ და ა.შ.

ეს ყველაფერი კი იმას ნიშნავს, რომ მომავალში მხოლოდ თავად ტეილორს ექნება ამ ფრაზების გამოყენების უფლება კომერციაში – მაგალითად წარწერები მაისურებზე, ბლოკნოტებზე, ჩანთებსა და სხვა აქსესუარებზე.

შეგახსენებთ, რომ მსგავს ნაბიჯს ტეილორი პირველად არ დგამს – ალბომის „1989“ გამოსვლის შემდეგ მან სიმღერებიდან ასევე რამდენიმე ფრაზა დააპატენტა, კერძოდ კი „Welcome to New York“, „1989“ და ა.შ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები