რამდენიმე დღის წინ, ბრიტანელმა მომღერალმა სემ სმიტმა სცენაზე დაბრუნების შესახებ განაცხადა და ახალი სინგლის პრეზენტაციის თარიღიც დაასახელა. როგორც გაირკვა, სმიტის სინგლის „Too Good at Goodbyes“ პრემიერა 8 სექტემბერს Radio 1-ის პირდაპირ ეთერში შედგება.
სმიტმა თაყვანისმცემლებს მოთმინებისა და ერთგულებისთვის მადლობა „ტვიტერზე“ გადაუხადა და დაწერა, რომ მადლიერია, რადგან საკუთარ თავთან განმარტოების საშუალება მისცეს.
„თავს განახლებულად ვგრძნობ. ბევრი ისტორია დამიგროვდა, რომლებიც მინდა, რომ გაგიზიაროთ… სულ ცოტა დარჩა…მეშინია და ცოტას ვნერვიულობ. ამ ჩანაწერში მთელი ჩემი გული ჩავდე“-დაწერა სმიტმა.