LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტეილორ კინი ლედი გაგას კონცერტზე იმყოფებოდა

222

ლედი გაგას კონცერტს, რომელიც ამ დღეებში ჩიკაგოში გაიმართა, მოულოდნელი სტუმარი ეწვია. ათასობით გულშემატკივარს შორის თაყვანისმცემლებმა ადვილად შენიშნეს ვარსკვლავის ყოფილი საქმრო, ტეილორ კინი

რატომ მივიდა კინი ყოფილი მეგობარი გოგოს კონცერტზე, უცნობია. ერთი ნაწილის აზრით, მას ჯერ კიდევ უყვარს მომღერალი და მის დაბრუნებას ცდილობს, სხვების ვარაუდით კი, ტეილორმა ლედი გაგა მეგობრულად გაამხნევა.

შესაბამისი ფოტოები თაყვანისმცემლებმა გადაიღეს და სოციალურ ქსელებში გამოაქვეყნეს.

შეგახსენებთ, რომ წყვილი ერთმანეთს 2011 წლიდან ხვდებოდა. 4 წლის შემდეგ, მსახიობმა მომღერალს ხელი სთხოვა და ისინი დაინიშნენ, თუმცა ქორწილამდე საქმე არ მისულა და 2016 წლის ივლისში ისინი ერთმანეთს დაშორდნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები