აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე, კარა მაკდონალდი ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდა. როგორც საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, საქართველოს ოპოზიციური პარტიების შთამბეჭდავი მრავალფეროვნება აქვს და სასიამოვნოა მათი მხრიდან საქართველოს დემოკრატიული განვითარებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდამჭერი ძალისხმევის ხილვა.
„ნებისმიერ წარმატებულ დემოკრატიაში ოპოზიცია სასიცოცხლო როლს თამაშობს მოქალაქეების ინტერესების წარდგენისა და ხელისუფლებისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების კუთხით. საქართველოს ოპოზიციური პარტიების შთამბეჭდავი მრავალფეროვნება აქვს და სასიამოვნოა მათი მხრიდან საქართველოს დემოკრატიული განვითარებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდამჭერი ძალისხმევის ხილვა. დღეს, ოპოზიციის ლიდერებთან შეხვედრისას, სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე მაკდონალდმა კიდევ ერთხელ დაადასტურა აშშ-ის მთავრობის ერთგულება პლურალისტული, ინკლუზიური მმართველობის მიმართ“, – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.