LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტოები ზღაპრული აფხაზეთიდან მათთვის, ვისაც ეს მხარე არ უნახავს

1055
afxazeti

აფხაზეთი რომ ულამაზესი ზღვისპირა მხარეა ეს ყველასთვის ცნობილია. ვისაც ერთხელ მაინც უმოგზაურია, წარუშლელი შთაბეჭდილებით დაბრუნებულა, აფხაზეთიდან დევნილები კი დღემდე ვერ ივიწყებენ სურნელს და იქ გატარებულ დღეებს. თუმცა ბევრმა ვეღარ მოასწრო აფხაზეთის დათვალიერება.

მოგზაურებისთვის შექმნილ ჯგუფში – Spend 4 Seasons in Georgia, მომხმარებელმა ნიკა თორია გამოაქვეყნა ფოტოები აფხაზეთიდან შემდეგი მინაწერით:

“მათთვის, ვისაც წარმოდგენა არა აქვს როგორი იყო აფხაზეთი. სოხუმი, ოჩამჩირე, გაგრა, ბიჭვინთა, ახალი ათონი, რიწა…”- დაწერა თორიამ.

პოსტს დადებითი გამოხმაურებები მოჰყვა ჯგუფის წევრებისგან, ზოგს ბავშვობა გაახსენდა, ზოგს კი მონატრება უფრო გაუმძაფრდა.

დაათვალიერეთ ულამაზესი ფოტოები ზღაპრული აფხაზეთიდან:

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g